საზოგადოება | თბილისი

კონკურსი 'კომუნიკაციის ხელოვნება ცხოვრებაში'

კურსის მიმოხილვა:
ყველაზე საინტერესო და სასარგებლო კურსი მათთვის, ვისაც სურს უმოკლეს დროში შეიძინოს ადამიანებთან და საკუთარ თავთან ურთიერთობების ახალი უნარები !
თქვენ მიიღებთ ცხოვრებისეულად გამოყენებად ცოდნას, შეძლებთ განავითაროთ კომუნიკაციური უნარები.
კურსი მოგცემთ საშუალებას განვითარდეთ კომუნიკაციის ძირითად ასპექტებში:
1. ჯანსაღი ინტერპერსონალური ურთიერთობები
2. პირადად თქვენი და სხვა ადამიანების აზროვნებისა და ქმედებების ახლებური აღქმა
3. წარმატების მიღწევისა და პოზიტიური აზროვნების ახალი ხედვა
4. წარმატების სწორი ფორმულირება
5. პარტნიორთან ჯანსაღი ურთიერთობები
6. ჰარმონია საკუთარ თავთან
კურსი მოიცავს კომუნიკაციის სამ ასპექტს:
კომუნიკაცია სოციუმთან
წყვილთაშორისი ურთიერთობები
კომუნიკაცია საკუთარ თავთან (წარმატების გასაღები)
ამ მოდულის გავლის შემდეგ თქვენ შეიძენთ ადამიანებზე ზუსტი დაკვირვების უნარებს. თქვენ შეისწავლით უკეთესად როგორ გაუგოთ თანამოსაუბრეს, გაერკვევით მისი აზროვნების სახეობასა და გადაწყვეტილებების მიღების სტრატეგიაში. ისწავლით კითხვების ზუსტ ფორმულირებას. გაგიადვილდებათ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც თქვენთვის ამოუხსნელნი იყვნენ ადრე. შეიძენთ კონფლიქტის კონსტუქციულად გადაწყვეტის უნარებს. ასევე, გაიგებთ როგორ მიიღოთ მეტი სიამოვნება და კომფორტი პარტნიორთან ურთიერთობაში. როგორ მიაწოდოთ ინფორმაცია და მიაღწიოთ შეთანხმებას მასთან. როგორ მართოთ ემოციები პოზიტიური მიმართულებით. შეიტყოთ მეტი საკუთარი თავის შესახებ. შეიძინოთ უნარი თავად მართოთ თქვენი ცხოვრება.
სტუდენტისათვის 50 ლარი
არასტუდენტისთვის 70 ლარი
ხანგრძლივობა 10 საათი
ჩაწერისთვის მოგვწერეთ სახელი გვარი საკონტაქტო ნომერი. connecttothepsychology1@gmail.com

ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის ფსიქოლოგიის კომიტეტი

ფოტო