საზოგადოება | თბილისი

საჯარო ლექცია 'კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრობა'

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სთავაზობს მორიგ საჯარო ლექციას თემაზე - "კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრობა".

საჯარო ლექციას წარუძღვება "ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის" დირექტორი ტატო ქელბახიანი.

საჯარო ლექცია ემსახურება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას კანონიერი ქურდობისა და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ლექციაზე განხილულ იქნება საქართველოში არსებული პრაქტიკა, ქურდული სამყაროს „კანონები“ და მათთან ბრძოლის კანონდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ბერკეტები.

თსუ–ს მე–2 კორპუსი, აუდიტორია 217

დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ - http://elsa.ge/news.php?id=89

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი