საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება მიშა მშვილდაძის საჯარო ლექცია თემაზე:
„დამოუკიდებელი საქართველოს ტელესერიალები“.
მიშა მშვილდაძე: „ქართული სერიალების სცენარები მსოფლიოში ცნობილი სერიალების გავლენით იქმნება, მაგრამ, ამავდროულად, ადგილობრივი თემატიკაც გათვალისწინებულია. ზოგადად მიმოვიხილავთ მსოფლიოში უკვე განვლილ და მიმდინარე მოვლენებს და იმას, თუ როგორ აისახება ეს ყველფერი ქართულ კონტექსტზე.“