საზოგადოება | თბილისი

წიგნი 'მსოფლიო კლასიკოსთა ზღაპრების' პრეზენტაცია

'მსოფლიო კლასიკოსთა ზღაპრების' - 'ელფის' გამომცემლობა
'მსოფლიო კლასიკოსთა ზღაპრების' - 'ელფის' გამომცემლობა

საქართველოში პირველად, ელფის გამომცემლობამ გამოსცა მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსთა ზღაპრები, რომლებიც მათ შვილებს, შვილიშვილებსა თუ ახლობელთა ბავშვებს სიყვარულით დაუწერეს.

კარგად ილუსტრირებულ წიგნში თავმოყრილია თოთხმეტი კლასიკოსი მწერლის: უილიამ შექსპირის, ფრიდრიხ შილერის, ალექსანდრე დიუმას, ლევ ტოლსტოის, ერნსტ თეოდორ ჰოფმანის, მიხეილ ლერმონტოვის, ლუდვიგ ტიკის, მაქსიმ გორკის, ვილჰემ ჰაუფის, კრისტოფ მარტინ ვილანდის, ლესია უკრაინკას, ოსკარ უაილდის, ნოვალისისა და ალექსანდრე პუშკინის ზღაპარები.

ისინი ქართველი ბავშვებისთვის პირველად ითარგმნა.

წიგნის პრეზენტაცია გაიმართება ნუცუბიძის 3-ე პლატოზე, ძოწენიძის N 5-ში მდებარე წიგნის მაღაზია ,,ლიბრაში“ პრეზენტაციასთან ერთად, იქნება დიდი ფასდაკლება ელფის გამომცემლობის წიგნებზე.

წყარო: ელფის გამომცემლობა