საზოგადოება | თბილისი

საგანმანათლებლო პროგრამა 'წმინდა გიორგის სახე ხელოვნებასა და ლიტერატურაში'

საგანმანათლებლო პროგრამა 'წმინდა გიორგის სახე ხელოვნებასა და ლიტერატურაში'
საგანმანათლებლო პროგრამა 'წმინდა გიორგის სახე ხელოვნებასა და ლიტერატურაში'

საქართველოს ეროვნული მუზეუმი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას ,, წმინდა გიორგის სახე ხელოვნებასა და ლიტერატურაში".

მონაწილეები გაეცნობიან წმინდა მეომრის ცხოვრებას, წამებას და სასწაულებს; წმინდა გიორგის სახეს ხელოვნებაში, იკონოგრაფიულ ტიპებს, ლიტერატურულ ძეგლებს - ხალხურ ლექსებს, პოემებსა თუ ლეგენდებს. მუზეუმის საგანძურში წარმოდგენილი ექსპონატების მიხედვით გაიმართება ინტერაქტიული საუბრები.

ბოლო ეტაპი დაეთმობა საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებს, რომლებიც ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის სხვადასხვანაირია.

პროგრამა განკუთვნილია III - VIII კლასის მოსწავლეთათვის. პროგრამის ხანგრძლივობა: 60 წუთი.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1.

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფოტო

საგანმანათლებლო პროგრამა 'წმინდა გიორგის სახე ხელოვნებასა და ლიტერატურაში'
საგანმანათლებლო პროგრამა 'წმინდა გიორგის სახე ხელოვნებასა და ლიტერატურაში'