საზოგადოება | თბილისი

ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემების გამოფენა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ ბოლო წლებში გამოცემული სამეცნიერო პროდუქციის გამოფენა გაიმართება.

გამოფენის ფარგლებში შედგება ლიტერატურის ინსტიტუტის გზამკვლევის სერიის მესამე წიგნის "ათონის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა" პრეზენტაცია.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა