საჯარო დისკუსია 'ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება'
საჯარო დისკუსია 'ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება'
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო წარმოგიდგენთ საჯარო დისკუსიას: "ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება"
მომხსენებლები:
ნინო გაბუნია, "პროგრესი", დირექტორი
გიორგი რამიშვილი, ქალაქ ბათუმის მთავარი არქიტექტორი
ნატა ფერაძე, "პარტიზანული მებაღეობა თბილისში"
მოდერატორი:
ნატა იმედაიშვილი, რადიო „თავისუფლება“
რამდენად შესაძლებელია ურბანული განვითარების მწვანე მიდგომის თეორიული პერსპექტივის საქართველოს რეალობაზე გადმოტანა.
როგორ რეგულირდება მასშტაბური კომერციული და სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები, რამდენად პლურალურია გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, რომ სათანადოდ იქნას ასახული ადგილობრივი თემის ინტერესები?
რა მიდგომა არსებობს და როგორ იცავს სახელმწიფო ან თემი ქალაქის მწვანე საფარს კომერციული ან კერძო ინტერესისგან (სტიქიური მიწათსარგებლობა, ბინათმშენებლობა)?
მშენებლობის რა სტანდარტები არსებობს ან საჭიროა, რომლებიც ადამიანის ცხოვრების ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს?
მდგრადი ზონირების რა პრაქტიკა არსებობს საქართველოში ან რა პრობლემები უშლის ხელს მის დანერგვას ქალაქის მმართველობაში?
როგორია ქალაქის ცენტრის განვითარების სტრატეგია და მოიცავს თუ არა იგი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ამ რესურსის განვითარებას?