› საზოგადოება | თბილისი
აქცია 'ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!'
საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობის წინ, აქცია - "ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!" გაიმართება, რომლის დროსაც ცნობილი ქართველი ხელოვანები საინფორმაციო ბუკლეტებს გაავრცელებენ და მოსახლეობას საავტორო უფლებების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ.
წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო