საზოგადოება | თბილისი

გიგი ხორნაულის წიგნი 'ხევსურეთის ტოპონიმიას' წარდგინება

გიგი ხორნაულის წიგნი 'ხევსურეთის ტოპონიმიას' წარდგინება
გიგი ხორნაულის წიგნი 'ხევსურეთის ტოპონიმიას' წარდგინება

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, არხოტის სათემო კავშირის ,,არხოტი" ორგანიზებით გაიმართება გიგი ხორნაულის (მწერალი და მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი) წიგნის ,,ხევსურეთის ტოპონიმია" წარდგინება.

წიგნი გამოიცა გამომცემლობა ,,კალმოსანის" მიერ. წიგნის რედაქტორი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ კორესპონდენტი - ავთანდილ არაბული.

,,ხევსურეთის ტოპონიმია" გამოიცა გიორგი ლიქოკელისა და ლელა გაბურის (პოეტი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი) ფინანსური მხარდაჭერით.

ნაშრომში აღწერილი და გადარჩენილია 6000- მდე ხევსურული ტოპონიმი, და თან ერთვის მათი ენობრივ-ონომასტიკური ანალიზი. ამ ტოპონიმთა ჩაწერა ავტორმა 1974 წელს მოახერხა. აღნიშნული წიგნის გამოცემა ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, რადგან ტოპონიმები წარმოადგენს ერთგვარ ,,მიწის პასპორტს“, რომელიც ამ მიწის ისტორიულ კუთვნილებას განსაზღვრავს და ხევსურული ტოპონიმების აღწერითა და გადარჩენით დაცლის პირას მისული ხევსურეთის ისტორიის გადარჩენა შეძლო ავტორმა.

წიგნს წარადგენს არხოტის სათემო კავშირი ,,არხოტი".

სიტყვით გამოვლენ: საქ. მეცნიერებათა ეროვნული აკად. წევრ კორესპონდენტი ავთანდილ არაბული, ფილოლოგიის მეცნიერებათა აკად. დოქტორი ნანა კოტეტიშვილი, პოეტი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი -ლელა გაბური, მწერალი და საზოგადო მოღვაწე -კობა არაბული და სხვ.

მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული. დასწრება თავისუფალია.

წყარო: საპატრიარქოს ახალგზრდული ცენტრი