საზოგადოება | თბილისი

მოსწავლეებისთვის 'სამართლის ზოგადი კურსი'

მოსწავლეებისთვის 'სამართლის ზოგადი კურსი'
მოსწავლეებისთვის 'სამართლის ზოგადი კურსი'

ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი, თბილისის სკოლების მე-8 მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს სთავაზობს ტრენინგ-კურსს "სამართლის ზოგადი კურსი".

ტრენინგის მიზანია სკოლის მოსწავლეები გააცნოს სამართალს და აამაღლოს მათში მართლშეგნება.

პროექტის ფარგლებში განხილული იქნება სამართლის დარგები ( კონსტიტუციური სამართალი, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართალი და სხვა.) და მონაწილეები გაეცნობიან სამართლის მნიშვნელობას.

ტრენინგის ბოლოს მოეწყობა იმიტირებული სასამართლო პროცესი სისხლის სამართალში.
ახლაგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის ტრენინგის ფორმა უცვლელია: ინტერაქციულობა და მსმენელთა აქტიური ჩართულობა, ვიდეო-რგოლების ჩვენება და პრაქტიკული სავარჯიშოები.

გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი

მთლიანი ტრენინგ-კურსის ფასია 20 ლარი

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გადადით ბმულზე და შეავსეთ აპლიკაცია

https://docs.google.com/forms/d/1RYLq6X1w3FPYDtjEZG7ryMHLfQr5R400jDC-euodRVU/viewform

ტრენინგი ჩატარდება სხვადასხვა ნაკადებად.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი - YCG
Facebook.com/kriminologebi
ელ.ფოსტა: youngcriminologists@gmail.com
საკონტაქტო ნომერი: 598 11 50 42

დანაშაულთან ბრძოლა იწყება განათლებით

წყარო: ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი