საზოგადოება | თბილისი

სამუშაო შეხვედრა თემაზე 'პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება'

კერძო კოლეჯების ასოციაცია - 'პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება
კერძო კოლეჯების ასოციაცია - 'პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება

აქტუალობა: როგორც კოლეჯების, ასევე ასოციაციასა და სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა, პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება წარმოადგენს ერთ-ერთ პრობლემურ თემას, რომლის მიმართაც კოლეჯების მიდგომა არაერთგვაროვანია. ამას ადასტურებს კოლეჯების წარმომადგენელთა მომართვებიც ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტირების მიზნით. ავტორიზაციის და პროგრამების დამატების პროცესშიც ექსპერტთა შენიშვნებისა და ხარვეზების დიდი ნაწილი სწორედ ამ საკითხზე მოდის.

მიზანი: მოხდეს ამ სფეროში არსებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების ანალიზი და შეჯერება ერთიან მიდგომებზე რასაც ასოციაცია საბოლოოდ შეათანხმებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან. შეხვედრის შედეგი იქნება სარეკომენდაციო დოკუმენტის შექმნა, ასევე პრობლემების იდენტიფიკაცია და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარება.

ფორმატი: შეხვედრა დაიწყება ცალკეული კოლეჯების მიერ თავიანთი პრაქტიკის (შეფასების წესის, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების სილაბუსების) წარმოდგენით და განხილვით, გაგრძელდება რეგულაციებისა და ექსპერტთა რეკომენდაციების პრეზენტაციით, დისკუსიით და დასრულდება შემაჯამებელი დოკუმენტის პრინციპების ჩამოყალიბებით.

მიზნობრივი ჯგუფი: კოლეჯების ის პერსონალი, რომლებიც პასუხისმგებელნი და კომპეტენტურები არიან განსახილველ საკითხზე სამუშაოდ. კოლეჯიდან ერთი წარმომადგენელი.

ღონისძიების მასპინძელი: ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია.
მისამართი: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი N1 (დინამოს სტადიონთან). ტელეფონები: 595 85-62-72; 555 55-59-51; 577 74-91-34; 599 01-51-60

დამატებითი ინფორმაცია: ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა.
სასურველია თან იქონიოთ:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №121/ნ, 2010 წლის 10 დეკემბერი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ.
- სტუდენტის შეფასების კოლეჯში მოქმედი რეგულაციები.
- თეორიული კურსისა და პრაქტიკის სილაბუსები.

მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, არაუგვიანეს 18 აპრილისა დაგვიდასტუროთ მონაწილეობის სურვილი ელ-ფოსტით (pcageorgia@yahoo.com და rector@sba.edu.ge) შემდეგი ინფორმაციის მოწოდების გზით:
- სასწავლებლის დასახელება;
- მონაწილის სახელი და გვარი;
- მონაწილის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ-ფოსტა);
- ინფორმაცია იმის შესახებ, გსურთ თუ არა შეფასების თქვენი წესის (ნიმუშის) პრეზენტაცია;

საკონტაქტო პირი აღნიშნულ საკითხზე: კახაბერ ერაძე. 595 458288, rector@sba.edu.ge

წყარო: საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია