საზოგადოება | თბილისი

'წიგნის მეგობრები' წიგნის ჩუქების ტრადიციას უერთდება

'წიგნის მეგობრები' წიგნის ჩუქების ტრადიციას უერთდება
'წიგნის მეგობრები' წიგნის ჩუქების ტრადიციას უერთდება

ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნი" ჩაერთვება მოსიარულე წიგნების აქციაში.

ინტელექტუალური კლუბი "წიგნის მეგობრები" უერთდება "წიგნის ჩუქების" ტრადიციის დამკვიდრებას. გარდა იმისა, რომ გარშემომყოფების გახარებას შევძლებთ, "წიგნის მეგობრების" სურვილია, არ დავივიწყოთ საქართველოში და უცხოეთში მყოფი ის ქართველები, ვისაც სურვილი აქვთ და არ აქვთ საშუალება ჰქონდეთ წიგნები.

გთავაზობთ! ვისაც გაქვთ შესაძლებლობა და სურვილი, შემოუერთდით ჩვენს პროექტს - "მოსიარულე წიგნები"
(ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე http://bit.ly/1ljztqu )

მაღალმთიან სოფლებში "მოსიარულე ბიბლიოთეკა"-სთან დაკავშირებით ინფორმაციას კი გაეცანით აქ http://bit.ly/1kLplZ9 )

სურვილისამებრ, წიგნებს თან დაურთეთ სამახსოვრო წერილები. ყოველი სტუმარი "წიგნის მეგობრებისგან" სანიშნეებსაც მიიღებს და ბევრ საინტერესო ინფორმაციასა და ინიციატივასაც გაეცნობა.

მომავალში კი მსურველები შეძლებისდაგვარად შეძლებენ კლუბის წევრებთან ერთად მოიარონ საქართველო "წიგნის მეგობრების მოსიარულე ბიბლიოთეკასთან" ერთად.

ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე!

წიგნთან ერთად ვაქციოთ უსაზღვრო სიყვარულით და სითბოთი სავსე დღედ.

მის: რუსთაველის 21, "დავითიანნის" ოფისი

წყარო: ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნი"