ფშავი - 1 დღიანი ლაშქრობა

მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" აწყობს 1 დღიან ლაშქრობას ფშავში.
რეგიონი: მცხეთა-მთიანეთი
მარშუტის დასახელება: თბილისი, ფშავი, ჩარგალი, თბილისი
ხანგრძლივობა: 1 დღე
შეხვედრის ადგილი: თბილისი, 'რედისონი', ველოსიპედთან
სირთულე: მარტივი
ამინდი: გასვლა შედგება მიუხედავად ამინდისა!!!
ტურის ღირებულება: 20 + 1 ლარი (პლიუს ქველმოქმედება)
ადგილი მინიბუსში: 18
უახლოესი დასახლებული პუნქტი: სოფ. ჩარგალი
მანძილი თბილისიდან ჩარგლამდე: 85 კმ
ფეხით გასავლელი მანძილი: 2-3 კმ მთლიანობაში
სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
- ლაშარის
- კოპალას და იახსრის სალოცავები
- ჩარგალი
- ვაჟა-ფშაველას სახლმუზეუმი
- კართანის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები ტყეში
რა ჩავიცვათ:
ჩაიცვით მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი, თუ ეს უკანასკნელი არ გაქვთ, არაა პრობლემა, კედებიც გამოდგება, ტანთ კი მსუბუქად და მოხერხებულად.
რა წავიღოთ: ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი, დიაცებმა - მანდილები.
რისკები, საფრთხეები: არანაირი
პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: თითქმის ყველგან იჭერს
გასათვალისწინებელი პირობები:
- არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
- არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას
- საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
- არ ვყრით ნაგავს!!!
- არ მოგვყავს შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
- არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!!!
- არ ვბილწსიტყავობთ!
- არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
- არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
- ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!
- წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე!
დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ან პირად მესიჯში ან მობილურზე 593 22 57 20
წყარო: მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი"