საზოგადოება | საქართველო

ბიბლიოთეკების კვირეული

ტრადიციულად კვირეულის დღეებში საქართველოს ქალაქისა თუ რეგიონის ბიბლიოთეკებში საინტერესო ღონისძიებები ტარდება.

მხატვრული თუ ფოტო გამოფენები, შეხვედრები მწერლებთან, პოლიტიკოსებთან, საზოგადო მოღვაწეებთან თუ საინტერესო პიროვნებებთან, კონკურსები, სემინარები, დისკუსიები, საქველმოქმედო აქციები და სხვა.

კვირეული წარმოაჩენს ბიბლიოთეკების პრობლემებს, მიღწევებსა და მისწრაფებებს, ღია დიალოგის გზით დასახავს მათი პოტენციალის ოპტიმალური გამოყენების გზებს.

დღეს ბიბლიოთეკა არის არა მარტო წიგნების დაუნჯების ადგილი, არამედ ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, ინფორმაციის ძიების, კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, სწავლების, განათლების, მსჯელობის ასპარეზი.

კვირეულის დევიზია „ჩემი ბიბლიოთეკა ჩემი სამყაროა“.

წყარო: საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია