საზოგადოება | თბილისი

'ჩემი ბიბლიოთეკა ჩემი სამყაროა' - საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული

'ჩემი ბიბლიოთეკა ჩემი სამყაროა' - საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული
'ჩემი ბიბლიოთეკა ჩემი სამყაროა' - საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ყველა ორგანიზაციას და პირს სთავაზობს მონაწილეობა მიიღოს "ბიბლიოთეკების კვირეულში".

კვირეულის მოწოდებაა „ჩემი ბიბლიოთეკა ჩემი სამყაროა“.

ტრადიციულად კვირეულის დღეებში საქართველოს ქალაქისა თუ რეგიონის ბიბლიოთეკებში საინტერესო ღონისძიებები ტარდება. მხატვრული თუ ფოტო გამოფენები, შეხვედრები მწერლებთან, პოლიტიკოსებთან, საზოგადო მოღვაწეებთან თუ საინტერესო პიროვნებებთან, კონკურსები, სემინარები, დისკუსიები, საქველმოქმედო აქციები და სხვა.

კვირეული წარმოაჩენს ბიბლიოთეკების პრობლემებს, მიღწევებსა და მისწრაფებებს, ღია დიალოგის გზით დასახავს მათი პოტენციალის, ოპტიმალური გამოყენების გზებს. დღეს ბიბლიოთეკა არის არა მარტო წიგნების დაუნჯების ადგილი, არამედ ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, ინფორმაციის ძიების, კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, სწავლების, განათლების, მსჯელობის ასპარეზი.

ინფორმაციისთვის იხილეთ საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook გვერდი

წყარო: საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია

ფოტო

'ჩემი ბიბლიოთეკა ჩემი სამყაროა' - საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული
'ჩემი ბიბლიოთეკა ჩემი სამყაროა' - საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული