საზოგადოება | თბილისი

პიარსკოლაში სწავლა იწყება

პიარსკოლაში სწავლა იწყება
პიარსკოლაში სწავლა იწყება

გაუ-თბილისის პიარ სკოლის მისიაა საქართველოში პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სწავლების ინოვაციური და თანამედროვე მიდგომების ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური მიღწევების დანერგვა–განხორციელება და ამ დარგში მაღალი დონის პროფესიონალური კადრების მომზადება.

კურსი „პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები“ ორიენტირებულია კურსდამთავრებულთათვის საკომუნიკაციო პროექტების განხორციელებასა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავებაზე PR/კომუნიკაციის მენეჯმენტში.

სალექციო კურსი შემუშავებულია დასავლური სტანდარტების შესაბამის სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით და წარმოდგენილია პრაქტიკოსი, პროფესიონალი, წარმატებული ლექტორების გუნდით.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ პიარის თეორიისა და ტექნოლოგიების შესახებ ის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, თავადვე ჩამოაყალიბონ პიარ–სამსახური, განსაზღვრონ და წარმატებით განახორციელონ პიარ–სამსახურის ფუნქციები.

პიარ სკოლის ფორმულაა “ცოდნა + გამოცდილება”,
20% – თეორია, 80% – პრაქტიკული მეცადინეობა.

პროგრამის ფარგლებში შეისწავლება 11 საგანი:
• ეფექტური კომუნიკაციები
• მარკეტინგი
• მარკეტინგული კვლევები
• პიარის ფსიქოლოგია - კომუნიკაციის პროცესი
• პიარი
• სოციალური მედია
• ბრენდინგი
• ივენთმენეჯმენტი
• მედიამენეჯმენტი
• BTL
• საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება

დამატებითი უპირატესობა:
- პროგრამის 3 საუკეთესო სტუდენტი მიიღებს ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილ სარეკომენდაციო წერილს, რომელიც მათ სამსახურის დაწყების დამატებით შესაძლებლობას მისცემს.

სწავლების ფორმა:
- ლექციები
- პრაქტიკული მეცადინეობა
- პრეზენტაციები

შეფასების ფორმა:
- ინდივიდუალური ტესტი
- ჯგუფური პრეზენტაცია

კურსის ღირებულება:
- 1100 ლარი
- 3-ეტაპიანი გადახდის პრინციპი

კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით.

http://www.prschool.ge/geo/applicationform.php

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა გაუ თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით პიარ სკოლის მენეჯერს თინათინ სამყურაშვილს.
საკონტაქტო ტელეფონი: 2 55 01 99; 98 83 44; 5 55 65 67 05
ელექტრონული ფოსტა: prschool.ge@gmail.com; tiko@gepra.ge

www.prschool.ge
http://www.facebook.com/prschool

წყარო: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU), პიარ სკოლა