საზოგადოება | თბილისი

პროექტი 'არჩევნები და არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობა'

ახალგაზრდობა არჩევნებზე
ახალგაზრდობა არჩევნებზე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს ფართომასშტაბიან პროექტს ”არჩევნები და არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობა”.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ამომრჩეველთა (მათ შორის, ეთნიკური უნცირესობების წარმომადგენელთა) სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას და ახალგაზრდების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას არჩევნებში (პროექტის აქტუალობა განაპირობა, ასევე, მოახლოებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსა და მერის/გამგებლის არჩევნებმა).

როექტი განხორციელდება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერ 10 უნივერსიტეტში, მათ შორის 2 რეგიონალურ და 8 თბილისში მდებარე უნივერსიტეტში (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი "ALMA MATER", ილიას სახელობის იუნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

პროექტის ფარგლებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტებთან შეთანხმებული გრაფიკების შესაბამისად, ჩატარდება 1:30 საათიანი სემინარები, სულ ჩატარდება 19 სემინარი. სემინარის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის 7 ტრენერი. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ 18-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდები.

წყარო: სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი