საზოგადოება | ხელვაჩაური

საბიბლიოთეკო კვირეული ხარაგაულში

საბიბლიოთეკო კვირეული ხარაგაულში
საბიბლიოთეკო კვირეული ხარაგაულში

საქართველოში ყოველწლიურად იმართება საბიბლიოთეკო კვირეული რომლის, ლოზუნგია "ჩემი ბიბლიოთეკა ჩემი სამყაროა". ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა ატარებს შემდეგ ღონისძიებებს:

28 აპრილი: ხარაგაულის საბავშვო განყოფილებაში გაიმართება ღონისძიება "ტყუპები".

30 აპრილი: ცენტრალური ბიბლიოთეკის მიერ გაიმართება შეხვედრა პოეტ ლინა ბარათაშვილთან.

2 მაისი: ბორის სკოლა-პანსიონში ჩატარდება ნოდარ დუმბაძის საღამო "მზიანი გულის მწერალი".

6 მაისი: მოეწყობა ექსკურსია (ბიბლიოთეკის ხარჯებით) ყველა ამ ღონისძიების მონაწილეებისათვის.

ჩვენი ბიბლიოთეკის მკითხველები ბიბლიოთეკის მეგობრებიც არიან, მათთვის ბიბლიოთეკა მეორე სახლია. აქ მოუხარიათ და ეიმედებათ, ხოლო საბიბლიოთეკო კვირეულის ლოზუნგი "ჩემი ბიბლიოთეკა ჩემი სამყაროა" მთელი ამ ღონისძიებების ლაიტმოტივი გახდება.

წყარო: ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა