ბლუზი ამერიკის სამხრეთში დაბადებული აფრო-ამერიკული წარმოშობის მუსიკაა, რომელიც საგალობლების, სამუშაო სიმღერების და ჰოლერებისგან (მუსიკა, რომელიც ახლავს სასულიერო, სამუშაო ან სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებს) განვითარდა. ბლუზი არა მხოლოდ ჯაზის, არამედ რიტმ-ენდ-ბლუზის, როკ-ენ-როლის და ქანთრი მუსიკის საფუძველია.