ვარციხეში, საზაფხულო სკაუტურ ბანაკი

გაცნობებთ, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო "ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის" ქვეპროგრამა ,,რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გავნითარების ხელშეწყობის პროგრამის,, ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში მცხოვრები მოსწავლე- ხალგაზრდების განვოთარებასა და ინტეგრაციის ხელშეწყობას ,,საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციასთან,, ერთად, ბაღდათის რაიონის სოფ. ვარციხეში ახორციელებს 300 კაციან ერთობლივ საზაფხულო სკაუტურ ბანაკს, რომელშიც, სამინისტროს დაფინანსებით მონაწილეობას იღებს 18-დან 26 წლამდე ასაკის 7 რეგიონის 42 მუნიციპალკიტეტის 126 ახალგაზრდა (თითო მუნიციპალიტეტიდა 3 წარმომადგენელი). ბანაკის განმავლობაში მოსწავლეები გაივლიან შემდეგ სწავლებებს:
1. ლიდერობისა და პიროვნული განვითარების ტრენინგი;
2. სამოქალაქო განათლების ვორქშოპი;
3. გარემოს დაცვის ვორქშოპი;
4. ბუნებაში ორიენტირებისა და თვით-გადარჩენის კურსები;
5. პიონერინგის კურსები;
6. სპორტული აქტივობები;
7.სკაუტური თამაშები;
8. ლაშქრობები.
მონაწილეთა ცხოვრებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს უზრუნველყოფს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
მსურველებმა დაგვიკავშირდით ხონის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურს.
წყარო: ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური