საზოგადოება | თბილისი

საპატრიარქოს კონკურსი 'ნახატები ბიბლიურ თემებზე'

საპატრიარქოს კონკურსი 'ნახატები ბიბლიურ თემებზე'
საპატრიარქოს კონკურსი 'ნახატები ბიბლიურ თემებზე'

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილიაII-ის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს „ნახატები ბიბლიურ თემებზე“.

კონკურსი გაიმართება სამ ეტაპად და მასში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა სკოლის მოსწავლეს.

კონკურსი გაიმართება სამ ასაკობრივ ჯგფში:

  • 6-დან 9 წლამდე
  • 10-დან 14 წლამდე და
  • 15-დან 18 წლამდე

განაცხადები მიიღება საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა 11-დან 18 საათამდე.
კონკურსანტებმა განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინონ თავისუფალ თემაზე შესრულებული სამი ნახატი.

ახალგაზრდული ცენტრის მისამართი: ელიას მთა. წმ. სამების საკათედრო ტაძარი. I სართ.
კონკურსის დებულება იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე www.axalgazrdoba.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 557 129 929 -თინათინ ჯაფარიძე.

წყარო: საპატრიარქოს ახალგზრდული ცენტრი