საზოგადოება | თბილისი

"საქართველოს ბანკის" საგრანტო კონკურსი

"საქართველოს ბანკის" სათავო ოფისში, პირველი საგრანტო კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. კონკურსი ცხადდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართული პროგრამებისთვის. პრესკონფერენციას გაუძღვებიან "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და "საქართველოს ბანკის" მომავლის ფონდის დირექტორი თორნიკე გურული.

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო