საზოგადოება | თბილისი

განათლების სამინისტროს თანამშრომლები მძიმე დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს გაიღებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ღონისძიების ფარგლებში სამინისტროს თანამშრომლები ლეიკემიით და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად უსასყიდლოდ სისხლს გაიღებენ.

მისამართი: უზნაძის 52

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო