საზოგადოება | მცხეთა

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამების საკათედრო ტაძარში გადმოასვენებენ

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადმოსვენებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში. წამობრძანება თბილისისკენ მსვლელობით მოხდება.

სამების ტაძარში ერთი კვირის განმავლობაში მრევლს საშუალება ექნება პატივი მიაგოს მას. შემდეგ კი იგი დაიკრძალება სამთავროს ფერიცვალების ტაძარში.