საზოგადოება | თბილისი

მხატვარ აკაკი გაჩეჩილაძის პერსონალური გამოფენა

გალერეა "ევროპის სახლში" ხვალ ქართველი მხატვრის აკაკი გაჩეჩილაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა "ფერადი ფიქრები" გაიხსნება. გამოფენის ორგანიზატორი და მხარდამჭერია "ენერგო-პრო ჯორჯია", სადაც აკაკი გაჩეჩილაძე 2005 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს ქსელის მართვის უფროსი დისპეტჩერის პოზიციაზე მუშაობს.

აკაკი გაჩეჩილაძე პროფესიით ენერგეტიკოსია. თუმცა, თავის იდენტობას მხატვრობაშიც ხედავს.

გამოფენაზე "ფერადი ფიქრები" ნამუშევრების უმეტესობა 2013 წლით თარიღდება. დამთვალიერებელს საშუალება ექნება, შეაფასოს აკაკი გაჩეჩილაძის გასული წლების რამდენიმე ცნობილი ტილოც.

"ფერადი ფიქრები" მხატვრის ყველაზე მასშტაბური პერსონალური გამოფენაა, რომელზეც წარდგენილი იქნება 60 ფერწერული ტილო.

აკაკი გაჩეჩილაძის დებიუტი გერმანიაში შედგა. მისი გამოფენები გაიმართა 2010 წელს მერბუშში (ჯგუფური გამოფენა Gruppe108&Friends), 2011 წელს მერბუშში (პერსონალური გამოფენა Impression, Emotion, Momentaufbahmen), 2011 წელს ქ. ჰამბურგში (ჯგუფური გამოფენა), 2012 წელს დუსელდორფში (პერსონალური გამოფენა Akaki Aus Tiflis), 2012 წელს დიუდესლდორფში (პერსონალური გამოფენა "ფანტასტიკური რეალიზმი").

აკაკი გაჩეჩილაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ღონისძიებებსა და არტ ფესტივალებში - 2013 წელს არტფესტივალი ქალაქ მარბელაში (ესპანეთი), 2013 წელს საქველმოქმედო გამოფენა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვთა მხარდასაჭერად (ივენთჰოლი), 2012 წელს Inter Art (ბათუმი).

მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში (უკრაინა, საქართველო, გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი, რუსეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ესპანეთი).

გამოფენა "ფერადი ფიქრები" გალერეა "ევროპის სახლში" 26 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"

ფოტო

აკაკი გაჩეჩილაძე
აკაკი გაჩეჩილაძე
აკაკი გაჩეჩილაძე
აკაკი გაჩეჩილაძე
აკაკი გაჩეჩილაძე
აკაკი გაჩეჩილაძე