საზოგადოება | თბილისი

სოზარ სუბარის გადაყენების მოთხოვნით აქცია გაიმართება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წინ საინიციატივო ჯგუფების ორგანიზებით სოზარ სუბარს გადაყენების მოთხოვნით აქცია გაიმართება.

აქციის მონაწილეები ყოფილი მთავარი პროკურორის დანშაულის დაფარვის მიზნით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარის ტყუილს გააპროტესტებენ, თითქოს სათვალთვალო კამერებით ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკანონო გაყვანის ამსახველი კადრები 24 საათზე დიდხანს არ შენახულა და განადგურდა.

აქციის მონაწილეების მთავრი მოთხოვნა ძალაში რჩება, ისინი სოზარ სუბარის გადადგომას მოითხოვენ. აქციას ექნება პერფომანსის სახე, მონაწილეები მინისტრს სამახსოვრო საჩუქარს გაუგზავნიან, რომელიც აქციის მონაწილების თქმით, თუ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

წყარო: cp.ge-'სამოქალაქო პრესა'