საზოგადოება | თბილისი

პოლ ტაფის წიგნის პრეზენტაცია თბილისში

პოლ ტაფის წიგნის პრეზენტაცია თბილისში
პოლ ტაფის წიგნის პრეზენტაცია თბილისში

"რადარამი" იწვევს მასწავლებლებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს პოლ ტაფის წიგნის "როგორ აღწევენ ბავშვები წარმატებას" პრეზენტაციაზე.

მომხსენებლები:

  • თინათინ ხომერიკი - წიგნის რედაქტორი
  • ნინუ კიკნაველიძე - ფსიქოლოგი
  • ნინო ტაბატაძე - განათლების სპეციალისტი

ზემოთ ხსენებულ წიგნს სტუმრები მიიღებენ საჩუქრად.

ამერიკელი - კანადელი ჟურნალისტი და მწერალი, პოლ ტაფი განათლების, ბავშვთა ფსიქოლოგიის, სასკოლო საგანმანათლებლო სოსტემის, სიღარიბისა და პოლიტიკის შესახებ დაწერილი რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნის ავტორია.

პოლ ტაფის ეს წიგნი ფსიქოლოგიისა და მრავალი სხვა მიმართულების სამეცნიერო წრეებში გავრცელებული ცნობილი დისკუსიის „თანდაყოლილი თუ დასწავლილი“? – ერთგვარი გაგრძელებაა.

რა თვისებები ეხმარება ადამიანს ადრეული ასაკიდანვე პიროვნულ ზრდასა და წარმატების მიღწევაში? წარმატების აბსოლუტურ საწინდარად ზოგჯერ IQ - ს, ინტელექტის თანდაყოლილ და უცვლელ კოეფიციენტს მიიჩნევენ.

პოლ ტაფი ამ მოსაზრებას „ხასიათის“ ცნებას უპირისპირებს -  იგი თანდაყოლილი უნარების ნაცვლად, ხასიათის თვისებებზე აკეთებს აქცენტს, რომლებიც საბედნიეროდ, მოქნილი და ზრდისუნარიანია - ნებისყოფა, სიბეჯითე, ჟინი, ცნობისმოყვარეობა, ოპტიმიზმი.

დასწრება თავისუფალია.

წყარო: რადარამი