საზოგადოება | თბილისი

პროექტი 'ტრადიციული რეწვა საქართველოში - პლატფორმა სექტორის ეკონომიკური განვითარებისთვის'

პროექტი 'ტრადიციული რეწვა საქართველოში - პლატფორმა სექტორის ეკონომიკური განვითარებისთვის'
პროექტი 'ტრადიციული რეწვა საქართველოში - პლატფორმა სექტორის ეკონომიკური განვითარებისთვის'

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, ბრიტანეთის საბჭო - საქართველო პარტნიორობით,

მოეწყობა ევროკავშირის Investing in People პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის “ტრადიციული რეწვა საქართველოში - პლატფორმა სექტორის ეკონომიკური განვითარებისთვის” პრეზენტაცია.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ტრადიციული რეწვის სექტორის დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის წყაროდ გარდაქმნას.

პრეზენტაციაზე ტრადიციული რეწვის ოსტატებისათვის და მაღაზიებისთვის გამოცხადდება მცირე გრანტების კონკურსი.

წყარო: Georgian Arts&Culture Center