საზოგადოება | თბილისი

შეხვედრა დათო ტურაშვილთან, კავკასია- ათენის კულტურის ცენტრში

შეხვედრა დათო ტურაშვილთან, კავკასია- ათენის კულტურის ცენტრში
შეხვედრა დათო ტურაშვილთან, კავკასია- ათენის კულტურის ცენტრში

ათენის წმ. ექვთიმე მთაწმინდელის სახ. ქართული ბიბლიოთეკა შეხვედრას მართავს ცნობილ ქართველ მწერალთან და საზოგადო მოღვაწე დავით (დათო) ტურაშვილთან.

წარმოდგენილი იქნება მწერლის ახალი წიგნები, მათ შორის საბერძნეთის ქართული ემიგრაციის თემაზე შექმნილი პიესა „დოდოს მოლოდინში“ (თბილისი 2014 წ).

მსურველებს საშუალება ექნებათ შეიძინონ დ. ტურაშვილის წიგნები, ავტორის ავტოგრაფით.

საღამოს სტუმრები იქნებიან აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრები, ცნობილი ინტელექტუალები: ლევან ბერძენიშვილი და ფრიდონ საყვარელიძე.

დასწრება: მოსაწვევი ბარათებით.

ინფორმაცია: 2108219579,  2107211226,  6945381250.

წყარო: კავკასია - ათენის კულტურის ცენტრი