საზოგადოება | საზღვარგარეთ

წიგნის 'ჯინსების თაობა' ბერძნული თარგმანის პრეზენტაცია

წიგნის 'ჯინსების თაობა' ბერძნული თარგმანის პრეზენტაცია
წიგნის 'ჯინსების თაობა' ბერძნული თარგმანის პრეზენტაცია

საქართველოს საბერძნეთის საელჩოს ორგანიზებით, ქ. ათენის კულტურის ცენტრში გაიმართება დათო ტურაშვილის ცნობილი წიგნის „ჯინსების თაობა“ ბერძნული თარგმანის „Η Γενιά των Τζιν» პრეზენტაცია.

წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობის „პაპასოტირიუ“ მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადგომით.

საქართველოში დათო ტურაშვილის ბესტსელერი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და უკვე რვა ენაზეა თარგმნილი.

ქ. ათენში წიგნის „ჯინსების თაობა“ ბერძნული თარგმანის პრეზენტაციას დაესწრება ავტორი დავით ტურაშვილი, მთარგმნელი ანი უძილაური, ბერძნული გამომცემლობის „პაპასოტირიუ“ რედაქტორი პანაიოტის ასონიტისი, რომლებიც ისაუბრებენ წიგნის ისტორიისა და მისი ბერძნული თარგმანის გარშემო.

ღონისძიება ბერძნულ - ქართულ ენაზე წარიმართება და მისი დასრულების შემდგომ შესაძლებელი იქნება წიგნის ბერძნულენოვანი თარგმანის შეძენა.

მისამართი: ქ. ათენის მერიის კულტურის ცენტრი, ამფითეატრი „ანტონის ტრიცის“, აკადემიას ქ. N50.

წყარო: საბერძნეთის საელჩო