საზოგადოება | თბილისი

საზაფხულო ბანაკი ქართველი და უცხოელი ბავშვებისათვის

საზაფხულო ბანაკი ქართველი და უცხოელი ბავშვებისათვის
საზაფხულო ბანაკი ქართველი და უცხოელი ბავშვებისათვის

"ბრიტანულ-ამერიკული ბანაკი" და "Elite House" გეპატიჟებათ დასასვენებლად დაბა კოჯორში ორკვირიანი სასწავლო და გასართობი კურსით, როგორც ქართველ, ასევე საქართველოში მცხოვრებ უცხოელ ბავშვებს 4-დან 18 წლის ჩათვლით, სადაც თქვენ საშუალება გექნებათ შეისწავლოთ და გაიმყაროთ სხვადასხვა უცხოური ენების ცოდნა უცხოელ და ქართველ კვალიფიცირებულ პედაგოგებთან ერთად, ძირითადად მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ინგლისური ენის ინტენსიური კურსი, ხოლო რუსული, ფრანგული, გერმანული და თურქული ენები სურვილისამებრ.

პროგრამა მოიცავს:

კურსი მიზნად ისახავს მეტყველების და მოსმენის უნარის გაუმჯობესებას, ასევე ლექსიკის გამდიდრებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კომუნიკაციისთვის აუცილებელ უნარჩვევების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ინგლისურ ენაზე თავისუფლად მეტყველების უნარის გამომუშავებას. ოთხჯერად კვებას დიეტოლოგის მიერ შერჩეული ნატურალური საკვებით (საუზმე, სადილი, სამხარი, ვახშამი).

გასართობ-შემეცნებით აქტივობებს და სპორტულ-გამაჯანსაღებელ თამაშებს ასაკის გათვალისწინებით. პატარებს ეყოლებათ ანიმატორი რომელიც ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებს. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ხელოვნების საინტერესო გაკვეთილები (ხატვა, მუსიკა). მოეწყობა სისტემატიური პიკნიკები ბუნებაში და ექსკურსიები ახლო მდებარე ქართულ-კულტურულ მემკვიდრეობებზე.

ბანაკში ცალკე შეიქმნება 4-დან 6 წლის სკოლამდელი ბავშვებისათვის გათვლილი ჯგუფი. მათ ჩაუტარდებათ მოსამზადებელი კურსი უცხო ენის დასაუფლებლად. თითოეული ჯგუფი დაკომპლექტდება 10 მოსწავლისაგან. ტერიტორია არის დაცული, გვეყოლება დღე-ღამის დაცვა, ყოველ ჯგუფს ეყოლება 2-2 პედაგოგი და პედიატრი. დასვენებას გთავაზობთ, როგორც დარჩენით, ასევე დილით 8:30 წუთზე კოჯორში ამოყვანას და 21:00 საათზე თბილისში ჩაყვანას კომფორტული მიკრო ავტობუსით და გამყოლი პედაგოგით, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებას.

ბანაკი იფუნქციონერებს ორ ნაკადად:

ნაკადი პირველი: 08/07/2014 - 22/07/2014
მეორე ნაკადი: 24/07/2014 - 7/08/2014
ფასი: 15 დღე 550 ლარი (მიკროავტობუსით სარგებლობის შემთხვევაში) 600 ლარი ღამე დარჩენით.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მობ: 577 61 61 01, 592 93 99 99.
სახლი: 032 2 23 94 57 6 საათის მერე.

ძვირფასო მშობლებო! თუ თქვენ დაკავებული ხართ, ნუ გააჩერებთ თქვენს შვილებს თბილისში ცხელ დღეებში, აჩუქეთ დაუვიწყარი დასვენება ჟანგბადით გაჯერებულ სასიამოვნო და ჯანსაღ გარემოში დაბა კოჯორში.

წყარო: Knowledge is Power