საზოგადოება | თბილისი

'UGT IT Solutions'-ის სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი

'UGT IT Solutions'-ის სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი
'UGT IT Solutions'-ის სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი

"UGT IT Solutions", წამყვანი IT კომპანია საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში, აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს სერვერული და მონაცემთა სისტემების მიმართულებით მომავალი დასაქმების პერსპექტივით. სტაჟირება გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში.

სტაჟირების დროს პროგრამაში მონაწილენი უნდა დაეუფლონ სერვერული და მონაცემთა სისტემების ან სხვადასხვა სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის პრინციპებსა და საფუძვლებს.

მოვალეობები:

  • ახალი ტექნოლოგიების შესწავლა, კომპეტენციის ამაღლება;
  • მონაწილეობის მიღება პროექტების შემუშავება-დანერგვასა და მხარდაჭერაში;
  • სისტემური ინჟინრების დახმარება.

სამუშაო დრო - ორშაბათი - პარასკევი: 10:00-18:00, საქმის შემთხვევაში - შაბათიც.

სტაჟირების ბოლოსთვის მონაწილემ უნდა იცოდეს:

  • ინფრასტრუქტურასა და სისტემებში გაუმართაობის იდენტიფიცირება და მარტივი პრობლემის დიაგნოზირება;
  • მარტივი პრობლემების აღმოფხვრა დახმარებით ან მის გარეშე;
  • სერვერული და მონაცემთა სიტემების ინფრასტრუქტურის პროდუქციის მწარმოებელთა ძირითადი პროდუქტები;
  • ცალკეული სისტემების ინსტალაცია კონფიგურაცია, მოთხოვნების მიხედვით.

სპეციალური უნარ-ჩვევები:

  • დასრულებული ან დაუსრულებელი უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • უნდა შეეძლოს ინგლისურენოვანი დოკუმენტაციის კითხვა და წერილობითი კომუნიკაცია ლექსიკონის გარეშეც.

პიროვნული უნარები:

  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი;
  • კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება;
  • მისასალმებელია აიტი სფეროში ნებისმიერი ცოდნა და გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

რეზიუმეების მიღების ვადა: 20 ივლისი, 2014.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე: hr@ugt.ge და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ "სტაჟირება".

წყარო: Knowledge is Power