საზოგადოება | თბილისი

არაბული ლიგის მოდელირება (MAL)

Model Arab League (MAL) - მოდელირება რომელიც გაძლევთ საშუალებას გამოსცადოთ თქვენი თავი არებული ქვეყნების წარმომადგენლის ამპლუაში, დახვეწოთ თქვენი საჯაროდ გამოსვლის უნარები, გაიგოთ უფრო მეტი დიპლომატიურ სამსახურზე, არაბულ კულტურაზე და ისტორიაზე.

პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი სკოლის მოსწავლეები და უნივესიტეტის სტუდენტები მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ამერიკის შეერთებულ შტატებში პროექტს ყოველწლიურად მართავს NCUSAR-ი (The National Council on U.S.-Arab Relations ), გაერთიანებულ სამეფოში პროექტის ორგანიზატორია ბირმინგემის უნივერსიტეტი, კაიროში კაიროს ამერიკული უნივერსიტეტი. საქართველოში კი არაბული ლიგის ჯერ არ ჩატარებულა და მისი პირველი ორგანიზატორი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი და მომავალ დიპლომატთა კლუბი იქნება.

არაბული ლიგის მოდელირება გაიმართება ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში, დასკვნითი სხდომა კი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდება.

მოდელირებისას მონაწილეები გადანაწილდებიან სხვადასხვა კომიტეტებში და იქნებიან სხვადასხვა არაბული ქვეყნების წარმომადგენლები. სამი დღის განმავლობაში ისინი განიხილავენ სხვადასხვა აქტუალურ თემებს, შემდეგ კი მიიღებენ საერთო რეზოლუციას. მონაწილეებს ჩაუტარდებათ ლექციები და კონსულტაციები არაბული ქვეყნების დიპლომატიაზე, ისტორიაზე, პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე. დასკვნით სხდომას დაესწრებიან არაბული ქვეყნების საელჩოს წარმომადგენლები.

სამუშაო ენა: ქართული

ასაკობრივი შეზღუდვა: 16 - 25

მონაწილეობის საფასური: 70 ლარი.

მონაწილეობის საფასური ფარავს პროექტის განმავლობაში ტრანსპორტირების, კვების, საკანცელარიო ნივთებისა და ყველა სხვა საჭირო აქტივობების საფასურს.

ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ეს აპლიკაცია:

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 30 ივნისი. ადგილები შეზღუდულია.

საკონტაქტო პირები: რევაზ თოფურია 555 466969, გიორგი მელაშვილი 591 703169, შალვა ჩხეიძე 514 539191 FDC@freeuni.edu.ge

წყარო: მომავალ დიპლომატთა კლუბი