საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება დოკუმენტურ-ბიოგრაფიული ფილმის „მხედართ-მოძღვარი“ (დეკანოზი თეიმურაზ ტუღუში) წარდგინება.
ფილმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაიღო სტუდია „გუთანმა“, რომელიც ეძღვნება დეკანოზ თეიმურაზ ტუღუშის 60 წლისთავის ნათელ ხსოვნას.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.