საზოგადოება | თბილისი

საუნივერსიტეტო კამპუსში, რობოტების შერკინება '14KO'

საუნივერსიტეტო კამპუსში, რობოტების შერკინება '14KO'
საუნივერსიტეტო კამპუსში, რობოტების შერკინება '14KO'

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები აცხადებენ ტურნირს რობოტების შერკინებაში 14KO.

ტურნირის შესარჩევი შერკინებები გაიმართება 15 ივლისს, ფინალური შერკინებები კი – 17 ივლისს.

ტურნირში გამოვლინდება 3 გამარჯვებული. პირველ ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდება 1000 ლარით, მეორე – 700 ლარით, მესამე – 500 ლარით.

შეჯიბრს შეაფასებს ჟიური. შერკინების გამარჯვებული გამოვლინდება დაგროვილი ქულების მიხედვით, აგრეთვე ნოკაუტით (KO). ნოკაუტად ითვლება რობოტის მწყობრიდან გამოსვლა და/ან უმოძრაოდ ყოფნა 30 წამის განმავლობაში.

დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

წყარო: თავისუფალი უნივერსიტეტის დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი

2014-07-17 21:00