საზოგადოება | ბათუმი

'ლიდერობის დღეები' ბათუში

'ლიდერობის დღეები' ბათუში
'ლიდერობის დღეები' ბათუში

არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა, საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით 16 დან 20 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობს შემეცმებით, გასართობ და დასასვენებელ „ლიდერობის დღეებს“ ბათუმში.

პროექტის მიზანია კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განვითარება, ახალი ლიდერი მეგობრების გაცნობა და ეფექტური კომუნიკაციის წარმოება, რაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი საქმიანი მოპალარაკებისა და ზოგადად ურთიერთობის წარმართვისათვის.

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გამოუმუშავდებათ გუნდური პრინციპებისა და ლიდერობის უნარ-ჩვევები, რაც დაეხმარებათ სამომავლოდ მენეჯმენტის განხორციელებაში და საქმიანობის სწორად წარმართვაში.

პროექტის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

პროექტში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 40 ლარს, რომელშიც შედის , მგზავრობის (მგზავრობა მატარებლით ) , 3 დღით ცხოვრებისა და ორჯერადი კვების ხარჯები.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა:

პროექტში რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ივნისი.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ 14 ადამიანს, რომლებიც აირჩევიან რეგისტრაციის შედეგად შევსებული კითხვარის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : 598 546115

წყარო: ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა