საზოგადოება | სვანეთი

საზაფხულო ბანაკი სვანეთში

საზაფხულო ბანაკი სვანეთში
საზაფხულო ბანაკი სვანეთში

YES Georgia გთავაზობთ საზაფხულო ბანაკს სვანეთში ადამიანის უფლებებზე, რომელსაც უმასპინძლებს ალპური ბანაკი „ზესხო“.

ალპური ბანაკი “ზესხო” მდებარეობს სვანეთში, ზღვის დონიდან 1800 მეტრზე, სუბალპურ ზონაში. მას გარშემო აკრავს 3000 - დან 5000 - მეტრამდე სიმაღლის რამდენიმე ათეული მწვერვალი.

ზესხოდან 28 კილომეტრშია ევროპაში უმაღლესი დასახლება უშგული, რომელიც ამავე დროს უმნიშვნელოვანესი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია.

პროექტში მონაწილეობის საფასური შეადგენს 320 ლარს და იგი მოიცავს:

  • მგზავრობას თბილისიდან „ზესხომდე“ და უკან;
  • ცხოვრებას კოტეჯებში;
  • სამჯერად კვებას;
  • ტრეინინგებში მონაწილეობას;
  • გასეირნებას მყინვარზე;
  • ექსკურსიას უშგულში;
  • სხვადასხვა გასართობ აქტივობებს (კინო, მაგიდის ტენისი, ფრენბურთის და ფეხბურთის მოედნები, ბანაკში ფუნქციონირებს ბარი)

დღის წესრიგი:

  • 21 ივლისი - გასვლა
  • 22 ივლისი - ვორქშოპი
  • 23 ივლისი - ექსკურსია უშგულში
  • 24 ივლისი - ვორკშოპი
  • 25 ივლისი - ვორკშოპი
  • 26 ივლისი - მყინვარზე გასეირნება
  • 27 ივლისი - ჩამოსვლა

ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
ასაკი: 15 - 26 წელი.
სამუშაო ენა: ქართული.

მონაწილეობის მსურველებმა 17 ივლისის ჩათვლით გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით:

შენიშვნა: მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს.
საკონტაქტო ინფორმაცია: info.yesgeorgia@gmail.com
საკონტაქტო ტელეფონი: +995 555 66 44 84, +995 595 26 62 22, +995 598 53 23 55.

წყარო: YES Georgia

ფოტო

საზაფხულო ბანაკი სვანეთში
საზაფხულო ბანაკი სვანეთში
საზაფხულო ბანაკი სვანეთში
საზაფხულო ბანაკი სვანეთში
საზაფხულო ბანაკი სვანეთში
საზაფხულო ბანაკი სვანეთში