საზოგადოება | საქართველო

გაზეთი ბოლნისი, 21-27 ივლისის კულტურული და სპორტული ღონისძიებების ნუსხა

გაზეთი ბოლნისი, 21-27 ივლისის კულტურული და სპორტული ღონისძიებების ნუსხა
გაზეთი ბოლნისი, 21-27 ივლისის კულტურული და სპორტული ღონისძიებების ნუსხა

კულტურული ღონისძიებები

18-27 ივლისი: ქ.ბოლნისის მკვიდრი ქალბატონი სვეტლანა ქუქჩიშვილი, რომელიც დიდი ხანია ცხოვრობს და მოღვაწეობს საბერძნეთში და არის საბერძნეთის მხატვართა კავშირის საპატიო წევრი, ამჟამად იმყოფება საქველმოქმედო მისიით ბოლნისში და მთავარი ბიბლიოთეკის ფოეში გამოყოფილ 1.5 X 3 მ მოცულობის კედელზე ძველი გერმანული დასახლების თემაზე შექმნის მხატვრულ ნამუშევარს პანოს სახით, რომელსაც საჩუქრად დაუტოვებს ბოლნისის კულტურისა და ხელოვნების ისტორიას.

22 ივლისი

რატევნის კულტურის სახლში გაიმართება ღონისძიება ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით. დასაწყისი: 16 :00 სთ-ზე.

23 ივლისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანაორგანიზატორობით ქ. თბილისის გ. ჩიტაიას სახელობის ქართული ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში (კუს ტბის გზა) ტარდება ქართული ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ,,არტგენი” (საიუბილეო მე-10 წელი), რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ ბოლნისის კულტურის სახლის შემდეგი შემოქმედებითი კოლექტივები: რეწვის ოსტატთა ნამუშევრები, ფოლკლორული ანსამბლები ,,ორბელი” და ,, სიონი”. რეწვის ოსტატების სია: ( ხალხურ მთქმელთა და რეწვის ოსტატთა მიმართულების ხელმძღვანელი: მარიამ ქუქჩიშვილი).

  1. ნოდარ გოგებაშვილი – ხეზე კვეთა-ფერწერა
  2. მათე სულხანიშვილი- ხეზე კვეთა
  3. ნინო ნატროშვილი-დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნება
  4. მადონა ჯაყელი-თექა-გობელენი
  5. მანანა ყაფლანიშვილი- თექა-გობელენი
  6. ნანული ლაზარაშვილი-თექა
  7. ირმა მღვდელაძე-ქსოვა
  8. ზინაიდა გველესიანი-ქარგვა
  9. ხათუნა მემანიშვილი-დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნება
  10. თამარ ბობოხიძე-ბატიკა
  11. ელისო გოგოლაძე-გრაფიკა
  12. სანდრო ჯოჯუა-კერამიკა

ფოლკლორული ანსამბლი ,,ორბელი“ ( ტრადიციული მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი: სოსო კოპალეიშვილი).

  1. სოსო კოპალეიშვილი
  2. გიორგი ყურაშვილი
  3. გიორგი თაყნიაშვილი
  4. გიორგი ჯიქია
  5. დავით გაბიძაშვილი
  6. ალეკო მანაგაძე
  7. ბუბა გობეჯიშვილი
  8. ლევან კვესელავა
  9. ოთარ ადამია
  10. ლაშა ჟღენტი

ფოლკლორული ანსამბლი ,,სიონი“ ( ხელმძღვანელი: დავით ყაველაშვილი).

  1. ახვლედიანი ვაჟა
  2.  გერლიანი ზაური
  3. კობიაშვილი მინდია
  4. მაისაშვილი არჩილი
  5. ისიანი ბადრი
  6. მთიულიშვილი ლევანი
  7. ხუციშვილი ბიძინა
  8. ჯაჯანიძე ავთანდილი
  9. აბდუშელიშვილი ნიკა
  10. ყაველაშვილი დავითი

სპორტული ღონისძიებები

22 – 24 ივლისი

ქ. მარნეულიში USAID – ის ,, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ” , საქართველოს სპორტისა და ხალგაზრდული საქმეთა სამინისტრო ,,ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის ” ფარგლებში ,,მოხალისეობის” თემაზე გეგმავს ტრენინგ-სემინარების გამართვას, სადაც ბოლნისის ახალგაზრდობიდან მივლინებულია 18-22 წლის ექვსი წარმომადგენელი. ტრენინგ- სემინარების მიმდინარეობა 22-24 ივლისი: 10:00 სთ- დან 18:00 საათამდე.

15 – 22 ივლისი

ააიპ ,,ბოლნისის სპორტულ – გამაჯანსაღებელი კომპლექსის” ფრენბურთელ გოგონათა გუნდი იმყოფება ქ. ბათუმის პლაჟის ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

წყარო: გაზეთი ბოლნისი