საზოგადოება | საქართველო

კონკურსი 'ჩემი მომავლის ბანაკი'

კონკურსი 'ჩემი მომავლის ბანაკი'
კონკურსი 'ჩემი მომავლის ბანაკი'

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი იწყებს კონკურსს "ჩემი მომავლის ბანაკი".

კონკურსის მონაწილეები იქნებიან ბანაკში მყოფი ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთ გადაღებულ ფოტოებს (ბანაკის ტერიტორიაზე), ან ბანაკთან დაკავშირებულ 300 სიტყვიან ტექსტს მოგვაწვდიან მათი შთაბეჭდილებების შესახებ ელექტრონულ მისამართზე: momavlisbanaki@gmail.com

გამარჯვებული გამოვლინდება „like”-ების მეშვეობით და მათ ელოდებათ საინტერესო პრიზები.

მონაწილეობა შეუძლია მომავლის ბანაკის 2013-ის და 2014-ის ყველა მონაწილეს.

"მომავლის ბანაკის" მიზანი არის სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ. ფოსტა: momavlisbanaki@gmail.com
ტელ: (032) 230 22 53
ან გამოგვიგზავნეთ ჩვენივე ფეისბუქის გვერდზე (გთხოვთ ფოტოსთან ან ტექსტთან ერთად მიუთითოთ კონკურსის სახელწოდება).

ასევე, ბანაკში ყოფნის შემთხვევაში ნამუშევრები შეგიძლიათ მიაწოდოთ ცენტრის წარმომადგენელს ბანაკში.

წყარო: ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი