საზოგადოება | საქართველო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მობილური გიდების შერჩევა დაიწყო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მობილური გიდების შერჩევა დაიწყო
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მობილური გიდების შერჩევა დაიწყო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მობილური გიდების შერჩევა დაიწყო. ადმინისტრაცის მიერ გამოცხადებულ 80 შტატგარეშე თანამდებობაზე 300-ზე მეტი კანდიტატი იბრძვის. ტესტირება საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მიმდინარეობს. კონკურსი 23 ივლისს დაიწყო და 15 აგვისტომდე გაგრძელდება. მობილური გიდებისათვის სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ფლობა. სხვა ენის ცოდნა დამატებით პრიორიტეტად მიიჩნევა. სასურველი ასაკია 21 წლიდან. თანამდებობრივი სარგო: 1000 ლარია.

მობილურ გიდები გიდები საქართველოს საზღვრებზე ვიზიტორებს დახვდებიან და აეროპორტებსა და საბაჟოებზე შემოსულ მოგზურებს საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფენენ, ტურისტებს საინფორმაციო ბუკლეტებს მიაწოდებენ და რეკომენდაციებს გაუწევენ.

კონკურსის დასრულების შემდეგ „მობილური გიდები“ შემდეგ პუნქტებზე გადანაწილდებიან.

ქ.თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -16 გიდი

ქ.ქუთაისი საერთაშორისო აეროპორტი - 8 გიდი

ქ.ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - 8 გიდი

საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო“ – 12 გიდი

საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ – 12 გიდი

საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ - 12 გიდი

საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – 12 გიდი

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია