საზოგადოება | საქართველო

კონსულტაციები, სასურველი ვაკანსიის მოძიებისა და დასაქმებაში ხელშეწყობისთვის

კონსულტაციები, სასურველი ვაკანსიის მოძიებისა და დასაქმებაში ხელშეწყობისთვის
კონსულტაციები, სასურველი ვაკანსიის მოძიებისა და დასაქმებაში ხელშეწყობისთვის

სასურველი ვაკანსიის მოძიებისა და დასაქმებაში ხელშეწყობის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტო თბილისის მასშტაბით 28 ივლისიდან 13 აგვისტოს ჩათვლით გთავაზობთ უფასო ჯგუფურ კონსულტაციებს შემდეგ თემებზე: სამუშაოს მოძიება, თვითშეფასება, დასაქმებისათვის საჭირო დოკუმენტაციის: CV-სა და სამოტივაციო წერილის შედგენა, გასაუბრებაზე გასვლის ტექნიკა.

კონსულტაციებს ჩაატარებენ დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური ტრენერ-კონსულტანტები.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მსურველები უნდა დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე: 595 07 29 87; 591 91 90 50. ან მობრძანდნენ დასაქმების პროგრამების დეპარტამენტში შემდეგ მისამართზე: ჯავახიშვილის 51. 09:30სთ-დან 19:00 სთ-მდე.

წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო

ფოტო

კონსულტაციები დასაქმებაში ხელშეწყობისთვის - Worknet
კონსულტაციები დასაქმებაში ხელშეწყობისთვის - Worknet