საზოგადოება | თბილისი

რატი ამაღლობელი - 'როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა'

რატი ამაღლობელი - 'როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა'
რატი ამაღლობელი - 'როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა'

თქვენი შვილი არ კითხულობს? მთელს თავისუფალ დროს ტელევიზორთან და კომპიუტერთან ატარებს? აღარ იცით რა იღონოთ?

რატი ამაღლობელი გიწვევთ წიგნის ფესტივალზე, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, "საბავშვო კუთხეში".

მოისმინეთ პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ მოაგვაროთ ბავშვებთან ურთიერთობა, როგორ გახდეთ მათი თანამოაზრეები და რაც მთავარია, როგორ შეჰყაროთ მათ "უკურნებელი სენი", რასაც ლიტერატურის და ზოგადად კითხვის სიყვარული ჰქვია.

არ დაიგვიანოთ, მოიყვანეთ ბავშვები და სანამ ისინი თავს საყვარელი გმირების გაფერადებითა და ხატვით გაირთობენ, მიიღეთ სასარგებლო რჩევები, რომლებიც თქვენს შვილებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.

გელით "საბა - ვშვო კუთხეში"

ელექტრონული წიგნების სახლი "საბა"

დიდუბის საგამოფენო ცენტრი, ექსპო - ჯორჯია, 11 - ე პავილიონი.

წყარო: ელექტრონული წიგნების სახლი "საბა"