საზოგადოება | ზუგდიდი

ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილთათვის მორიგი სამედიცინო - პროფილაქტიკური გასინჯვების აქცია

ქ. ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილთათვის მორიგი სამედიცინო - პროფილაქტიკური გასინჯვების აქცია გაიმართება
ქ. ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილთათვის მორიგი სამედიცინო - პროფილაქტიკური გასინჯვების აქცია გაიმართება

აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიცირებითა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქ. ზუგდიდში (,,ვექტორი’’ და ,,ფაიფურის ადმინისტრაციის შენობა“) და ზუგდიდის რაიონში (სოფ. ინგირის საერთო საცხოვრებელი), აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მორიგი სამედიცინო - პროფილაქტიკური გასინჯვების აქცია გაიმართება.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ აკად.ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, აგრეთვე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი ექიმ - სპეციალისტები. კერძოდ: თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი 2 სპეციალისტი, ექიმი-ლაბორანტი, დერმატოლოგი. დევნილებს ადგილზე ჩაუტარდებათ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (საჭიროების შემთხვევაში) გამოკვლევები.

ქ.ზუგდიდის კომპაქტურ დასახლებაში ,,ვექტორი“ და მიმდებარე ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 350 - მდე დევნილი, ,,ფაიფურის ადმინისტრაციის შენობაში“ 700 - მდე დევნილი და ზუგდიდის რაიონის სოფ. ინგირის საერთო საცხოვრებელში 1500 - მდე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი.

წყარო: აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო