საზოგადოება | თბილისი

ზუგდიდელი მოსწავლეები სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას დაათვალიერებენ

პროექტ „თანამგზავრის“ ზუგდიდის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, ზუგდიდელი მოსწავლეები სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას დაათვალიერებენ. ბავშვებისთვის დაგეგმილია ორი დოკუმენტური ფილმის ჩვენება ლიდერობასა და განათლებაზე, ექსკურსია და წიგნების ფონდის გაცნობა. სტუმრებს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე ანდრო ბარნოვი შეხვდება.

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო