საზოგადოება | თბილისი

'მოგზაურობა ევროპაში 300 წლის შემდეგ' - ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია

'მოგზაურობა ევროპაში 300 წლის შემდეგ' - ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია
'მოგზაურობა ევროპაში 300 წლის შემდეგ' - ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია

წიგნის, რომლის ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია გვსურს მწერალთა სახლში, სახელწოდებაა „მოგზაურობა ევროპაში 300 წლის შემდეგ“. რამდენიმე კვირაში თვითონ წიგნის ავტორი გეგმავს გაიაროს იგივე მარშრუტი; მოგზაურობა ევროპაში, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს, ზუსტად იმეორებს იმ მარშრუტს, სულხან - საბა ორბელიანმა რომ გაიარა 300 წლის წინათ, 1714 - 1715 წლებში.

ის ფაქტი, რომ საქართველო დღეს ევროსაბჭოს წევრია, მათი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის, ჩვენი წინაპრების სულხან - საბას და მისი აღზრდილი მეფის ვახტანგ VI - ის ევროპული არჩევანის ერთგვარი გაგრძელება და შედეგიც არის.

თავისი ევროპული მოგზაურობა სულხან - საბა ორბელიანმა დაწვრილებით აღწერა დღიურების სახით, რომელიც ქართული მწერლობის ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს. დღიურების პირველი ნაწილი, სამწუხაროდ, დაკარგულია და ჩვენამდე მოღწეული ტექსტი საფრანგეთიდან იტალიაში გადასვლით იწყება. ჩვენი უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი ამ მოგზაურობის გამეორება სწორედ სულხან - საბას ტექსტს ეყრდნობა.

პროფ. პაატა ნაცვლიშვილი შეეცდება ზუსტად იმ დღეს აღმოჩნდეს მონაკოსა თუ გენუაში, რომსა თუ ფლორენციაში, სიცილიასა თუ მალტაზე, მიტილენესა თუ კონსტანტინოპოლში, როცა იქ სულხან - საბა ორბელიანი ჩავიდა 300 წლის წინათ. იგი შეეცდება, შეხვდეს იმ მოღვაწეთა პოლიტიკურ მემკვიდრეებს, რომელთაც სულხან - საბა ორბელიანი შეხვდა ევროპაში მოგზაურობისას, მოინახულოს ის ადგილები, რომლებსაც საქართველოს ელჩი ეწვია სამი საუკუნის წინათ.

ამ პროექტის ხორცშესხმით ჩვენ შევეცდებით, კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ევროპას, ზოგადად - დასავლეთს, ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია, წარმოვაჩინოთ ამ არჩევანის ისტორიული ფესვები, ერთი მხრივ, და მისი მნიშვნელობა და აქტუალობა, მეორე მხრივ.

წყარო: საქართველოს მწერალთა სახლი

ფოტო

'მოგზაურობა ევროპაში 300 წლის შემდეგ' - ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია
'მოგზაურობა ევროპაში 300 წლის შემდეგ' - ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია