საზოგადოება | თბილისი

ელექტრონული საგანმანათლებლო ლექსიკონი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამზადებს ელექტრონულ საგანმანათლებლო ლექსიკონს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება საგანმანათლებლო სივრცეში არსებული და გამოყენებული ტერმინები და მათი განმარტებები, რათა ცნებები ყველა დაინტერესებული პირისათვის, განათლების სპეციალისტებისათვის მისაღები და ურთიერთგაზიარებული იყოს.

პირველ ეტაპზე გთავაზობთ ცენტრის ფუნქციებთან და მის მოვალეობებთან დაკავშირებული ცნებების სამუშაო ვერსიას. ეტაპობრივად შემოგთავაზებთ სხვა ტერმინებსა და მათ დეფინიციებს.

გთხოვთ, ტერმინებთან და მათ განმარტებებთან დაკავშირებული ნებისმიერი მოსაზრება, რჩევა, რეკომენდაცია და შენიშვნა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: i.dvali@eqe.ge

ლექსიკონის გადმოსატვირთად დააჭირეთ ბმულს http://eqe.ge/geo/education/Dictionary

წყარო: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი