საზოგადოება | თბილისი

'ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას' სტუდენტური ლიგის ფინალური თამაში

'ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას' სტუდენტური ლიგის ფინალური თამაში
'ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას' სტუდენტური ლიგის ფინალური თამაში

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ინტელექტუალური კონკურსის: „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სტუდენტური ლიგის ფინალური თამაში.

მონაწილეობას მიიღებენ:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი - „XI ჟამის მუშაკნი “ და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი - „მიწყალენ მე ღმერთო“.

ინტელექტუალური კონკურსის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სტუდენტური ლიგა მეორე წელია მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II - ის ლოცვა - კურთხევით.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.

წყარო: საპატრიარქოს ახალგზრდული ცენტრი