საზოგადოება | ბაღდათი

საქართველოს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის კრება

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო გაცნობებთ, კურორტ საირმეში, სასტუმრო"საირმეში" გაიმართება ასოციაციის რიგით XII საერთო კრება.

საერთო კრების ფარგლებში გაიმართება ელსა საქართველოს ლოკალური ჯგუფების - ელსა თბილისის რიგით X, ელსა ქუთაისის რიგით VI და ელსა ბათუმის რიგით I საერთო კრებები (LCM), რომლებზეც ელსა საქართველოსა და ლოკალური ჯგუფების წევრები აირჩევენ ახალ გამგეობებს.

საერთო კრებაზე წევრები, ასევე, მიიღებენ ასოციაციისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, გაიმართება სამუშაო შეხვედრები, გამგეობის წევრები კი წარმოადგენენ წლიურ ანგარიშებსა და შეაჯამებენ საკუთარ საქმიანობას.

ელსა საქართველო NCM-ების ისტორიაში პირველად უმასპინძლებს საერთაშორისო სტუმრებს, მათ შორის, ელსა საერთაშორისოს ვიცე-პრეზიდენტს მარკეტინგის სფეროში და საქართველოს კოორდინატორს, პეტრა პოდგორსეკს.

დატვირთული სამუშაო დღეების შემდეგ საერთო კრების მონაწილეებს ელით განსაკუთრებული სოციალური ნაწილი თემატური წვეულებით, “Vision Contest” და უამრავი სიურპრიზი.

იხილეთ ვრცლად ,ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი'

წყარო: ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი