საზოგადოება | თბილისი

ლევან ღვინჯილიას საუბარი თემაზე 'ქართული ენა და ჩვენი თაობა'

ლევან ღვინჯილიას საუბარი თემაზე  'ქართული ენა და ჩვენი თაობა'
ლევან ღვინჯილიას საუბარი თემაზე 'ქართული ენა და ჩვენი თაობა'

თსუ - ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი თსუ - ის I კორპუსის #306 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ლევან ღვინჯილიასთან.

შეხვედრის ფარგლებში ბატონი ლევანი ისაუბრებს თემაზე "ქართული ენა და ჩვენი თაობა".

შეხვედრის მიზანია, დაეხმაროს ჩვენი თაობის სტუდენტობას იმის გაცნობიერებაში, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული ენა ჩვენს ყოველდღიურობაში.

სტუდენტებს, ასევე საშუალება მიეცემათ დასვან კითხვები, როგორც წმინდა პროფესიონალური კუთხით, ასევე შეხვედრის თემატიკიდან გამომდინარე.

დასწრება თავისუფალია.

წყარო: თსუ სტუდენტური თვითმმართველობა