საზოგადოება | თბილისი

გრიგოლ აბაშიძის რჩეული თარგმანების პრეზენტაცია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ქართველი მწერლისა და მთარგმნელის - გრიგოლ აბაშიძის რჩეული თარგმანების პრეზენტაცია გაიმართება.

კრებულში შესულია პიერ რონსარისა და შანდორ პეტეფის ნაწარმოებების თარგმანები.

გრიგოლ აბაშიძის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ეს წიგნი "ინტელექტმა" კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა.

წყარო: გამომცემლობა ”ინტელექტი”